saqarTvelos mwvervalebi - baSyara

 

ბაშყარა - მწვერვალი კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მესტიის მუნიციპალიტეტში, საქართველოსა და ყაბარდო-ბარყარეთის საზღვარზე. ნივალურ ზონაში. სიმაღლე ზღვის დონიდან 4129 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. ბაშყარიდან ადილსუს ხეობაში (ბაქსანის აუზი) ეშვება ამავე სახელწოდების მყინვარი, ხოლო სამხრეთით მესტიაჭალის ხეობაში (ენგურის აუზი) - ლეხზირის მყინვარი.